უარი ეთქვას ლაგუნა ვერეს მიმდებარედ დაგეგმილი ცათამბჯენების მშენებლობას

უარი ეთქვას ლაგუნა ვერეს მიმდებარედ დაგეგმილი ცათამბჯენების მშენებლობას

Started
January 27, 2023
Signatures: 2,638Next Goal: 5,000
Support now

Why this petition matters

Started by Anano Tsintsabadze

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განიხილავს ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკასა და  "ლაგუნა ვერეს" საცურაო აუზის მიმდებარედ, ორი, 48 და 60 სართულიანი ცათამბჯენის  მშენებლობის შესაძლებლობას.

ქალაქის მერმა, მთავრობის სხდომაზე საჯაროდ მოიწონა საპროექტო იდეა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არის წარმოდგენილი და შესაბამისად განხილული, მშენებლობის არქიტექტურული პროექტი და კანონით გათვალისწინებული აუცილებელი კვლევები.

მივიჩნევთ, რომ საპროექტო იდეა შეიცავს ქალაქის ისტორიული ნაწილის განადგურებისა და  სატრანსპორტო კოლაფსის საფრთხეებს.


მასშტაბური განაშენიანება, რომელიც ორი ცათამბჯენისგან შედგება, სრულიად შეუთავსებელია თბილისის ისტორიულ ნაწილთან და საბოლოოდ გაანადგურებს ქალაქის ისტორიულ ქსოვილს. "ლაგუნა ვერეს" საცურაო აუზის მუნიციპალურ საკუთრებაში დაბრუნება კი ვერ დააბალანსებს თბილისის ისტორიული ნაწილისკენ მიმართულ ამ საფრთხეს. მშენებლობის მასშტაბს არ ეთანხმება თავად კერძო პირის მიერ წარმოდგენილი სახელოვნებათმცოდნეო დასკვნაც. გარდა ამისა, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, დაგეგმილი 1000 საცხოვრებელი ერთეულის, პარკინგისა და კომერციული სივრცეების სრული დატვირთვით ამუშავება, პრაქტიკულად აღარ ტოვებს ამ ტერიტორიაზე ტრანსპორტით ნორმალური გადაადგილების შესაძლებლობებს.


მოვუწოდებთ თბილისის მერიას, უარი თქვას წარმოდგენილი საპროექტო წინადადების განხილვაზე და გეგმარებითი დავალების გაცემაზე;


მოვუწოდებთ საკრებულოს, არ დაუშვას განაშენიანების გეგმის შეთანხმება და ურბანული რეგულაციებიდან მოთხოვნილი გამონაკლისების დაშვება.

Support now
Signatures: 2,638Next Goal: 5,000
Support now
Share this petition in person or use the QR code for your own material.Download QR Code